ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ „ატლეტიკოსთან“ ბრძოლა დასრულებული არაა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „როხიბლანკო“ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, მაგრამ „იუვენტუსი“ პირველ მატჩში დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებს.
„ჯერჯერობით შემადგენლობა გადაწყვეტილი არ მაქვს. ეს ხვალ დილით მეცოდინება, ამიტომ ვერ გეტყვით ითამაშებს თუ არა დიბალა პირველივე წუთიდან. სტანდარტული სიტუაციები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვინ იცის, იქნებ პიანიჩმაც გაიტანოს, როგორც ეს ნეაპოლში გააკეთა.
„ატლეტიკომ“ ბოლო წლებში სამჯერ ევროპა ლიგა მოიგო და ორჯერ ჩემპიონთა ითამაშა. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ეს არაა წლის მატჩი, რადგან შესაძლოა წინ მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი გველოდება. მადრიდში პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ტაიმში შეცდომები დავუშვით და მოვდუნდით. ამჯერად კი 100%-ით უნდა დავიხარჯოთ, მოედანზე გავიდეთ, აგრესიულად ვითამაშოთ და გულშემატკივრებიც მხარში უნდა დაგვიდგნენ“, - განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრა დღეს, 23:55 საათზე დაიწყება.