საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელის თამაში InStat-მა გამოარჩია, რომლის მონაცემებით შედგენილ სიმბოლურში 9 ფეხბურთელი „შახტარს“ წარმოადგენს და ორიც კიევის „დინამოს“.
აქვე გეტყვით, რომ დონბასელებმა გასულ უიქ-ენდზე ლვოვის „კარპატი“ 5:0 გაანადგურეს, ხოლო ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა.
„შახტარი“ პრემიერლიგას 54 ქულით ლიდერობს და „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს.