ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 67 წლის ვან გაალმა თავად განაცხადა. მისი თქმით, ახლა ის ეტაპია, დრო მთლიანად საკუთარ მეუღლეს დაუთმოს.
„ისევე, როგორც ჩემი ფეხბურთელების უმეტესობა, ჩემი მეუღლეც ლუის ვან გაალისთვის ცხოვრობდა. 22 წელი ჩემთან ერთად უცხოეთში გაატარა. ადრე ვუთხარი, რომ პენსიაზე 55 წლის ასაკში გავიდოდი, ახლა კი 67 წლის ვარ. არ შემიძლია კარიერის გაგრძელება“, - განაცხადა ვან გაალმა RTL-სთან საუბრისას.
ვან გაალს კარიერის განმავლობაში „აიაქსში“, „ბარსელონაში“, ჰოლანდიის ნაკრებში, „ალკმაარში“, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ უმუშავია. ბოლოს სწორედ „წითელ ეშმაკებს“ წვრთნიდა 2014-2016 წლებში.
ჰოლანდიელმა არაერთ წარმატებას მიაღწია, მათ შორის, გამოსარჩევია „აიაქსთან“ ერთად 1995 წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგა.