ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ჩინეთის ქალაქ შენჟენში იმყოფება და 60-ათასიანი საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობს.
კვალიფიკაციაში მე-12 ნომრად განთესილმა შაფათავამ პირველ წრეში ჩინელი ქსინიუ ჟიანგი 6:0, 7:6 (7:2) დაამარცხა, გადამწყვეტი შეხვედრა კი მე-3 რეიტინგის მქონე იაპონელ ჩიჰირო მურამაცუსთან ელის.
ბრაზილიურ სან პაულუში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირში სცდის ძალებს ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძე. წინასწარი ინფორმაციით, ის შეჯიბრში მე-2 განთესვით ჩაებმება.