კალათბურთი

15:00 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილის სარეკორდო 13 მოხსნა და ორმაგი დუბლი

ლუკა ბულაშვილის “კულერედომ” ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში “პორინოს” 70:57 სძლია, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა და წარმატებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.

ბულაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34 წუთში 14 ქულა, მისთვის სარეკორდო 13 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.
ლუკამ 8-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 10-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 8-ჯერ დაირღვა.
“კულერედო” 14 მოგებითა და 7 მარცხით მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს და ლიდერ “პონფერადას” მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება. ბულაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 მარტს, სტუმრად, “ოვიედოსთან” ჩაატარებს.
A-A ჯგუფში რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორეს ბურგოსი” ბურგოსისვე უნივერსიტეტს ესტუმრა და დერბი 77:95 წააგო. ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 11 წუთი გაატარა და 4 ქულას 1 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება წაამატა.
რატიმ 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ჩვენებურის გუნდი 11 მოგებითა და 9 წაგებით მეშვიდეა, 16 მარტს კი, “ლა ფეჩასთან” საშინაო შერკინება ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114824