ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და სტუმრად “ჰოოპსს” 81:64 სძლია.
ვეტერანი ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ნიკამ 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ბეირუთელებმა 9 მოგება და 4 მარცხი მოაგროვეს და მე-4 ადგილს ინარჩუნებენ, ამასთან, ლიდერ “ჩემპვილთან” (ცხიტიშვილის ყოფილი კლუბი) ჩამორჩენა მხოლოდ 2 მოგებაა.