კალათბურთი

14:10 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეჟანიშვილის 16 ქულა NCAA-ში

გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგის ბიგ თენის კონფერენციაში მორიგი მატჩი “პენ სთეითთან” სტუმრად გამართა და 56:72 წააგო, ქართველი ლეგიონერი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ბეჟანიშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 13-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
ილინოისელებს 7 მოგება დ 13 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 14 მარტს, შინ, აუტსაიდერ “ნორსვესთერნთან” ჩაატარებენ.

0.114752