ჭიდაობა

13:47 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

“თავისუფლებმა” ევროპირველობა 6 მედლით დაასრულეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 6 მედლითა (1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო) დ გუნდური მე-4 ადგილით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ფინალურ დღეს ვერცხლის აღება ედემი ბოლქვაძემ (65 კგ.) მოახერხა, ბრინჯაოს კი რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) დაეუფლნენ.
გუშინ კვარცხლბეკზე ასვლა კიდევ ორმა ჩვენებურმა შესძლო. გიორგი სულავამ (74 კგ.) მერვედფინალში ესტონელ აიმარ ანდრუსტეს 13:2 სძლია, მეოთხედფინალში უკრაინელ დენის პავლოვს 10:6 აჯობა, ნახევარფინალი კი სლოვაკეთის სახელით მოჭიდავე ახსარბეკ გულაევთან 8:9 დათმო. მე-3 ადგილისთვის შერკინებაში ჩვენებურმა თურქი ფაზლი ერიილმაზი დაჯაბნა – 4:0.
მსგავსი გზა გაიარა ზაურ ბერაძემაც (86 კგ.), რომელმაც საწყის რაუნდებში გზიდან უნგრელი პატრიკ შუროვსკი (2:0) და მოლდოველი ანდრიან გროსული (7:2) ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი თურქ არიფ ოზენს ვერ გაუმკლავდა – 1:8. ქართველ ფალავანს ბრინჯაოს დაპირისპირება ბელარუს არკადი პაჰასიანთან მოუწია და 4:2 იმარჯვა.
საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 109 ქულა მოაგროვა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა უკრაინას, პირველობა დამაჯერებლად იზეიმა რუსეთმა (209), მეორეზე კი თურქეთი (132) გავიდა.

0.124201