იმ „ბართლომეს კვირის“ შემდეგ, როცა „რეალმა“ მიჯრით სამი თამაში წააგო და ყველა ტურნირში უტიტულოდ დარჩა, გუნდში ვითარება დაიძაბა. ახლა კაცი ვერ გაიგებს იქ რა ხდება. ეჭვი გვაქვს, რომ თავადაც არ იციან. იქ მოურინიუს შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ, აქ სოლარისა და რამოსის კინკლაობაზე. მოკლედ, აირია მონასტერი.
მაჩანჩალა „რაიო ვალეკანოსთან“ თამაშს კი სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა თავში: ასეთი სტრესის შემდეგ, როგორი განწყობით გავიდოდა „სამეფო კლუბი“ მინდორზე. არა უშავდათ. ოთხი გოლი გაიტანეს და შინ დაგეგმილი სამი ქულით დაბრუნდნენ. თუმცა, არც მასპინძლები ყოფილან ჯაბანნი. ნახევარი საათის თავზე ანუარის გოლით ხომ იგებდნენ კიდეც. მანამდე კი პენალტიც გააცუდეს და სერხი გვარდიოლას ორი გოლიც მსაჯმა გაუუქმა თამაშგარეების გამო.
ეს იყო პირველ ტაიმში. მეორეში კი ოსტატობამ თავისი გაიტანა და მასპინძლებიც ცოტა დაიღალნენ. შედეგად, ბენზემამ დუბლი მიითვალა. დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე კი მოდრიჩმა ანაგირიში გამანადგურებელი გახადა.
საინტერესო შეხვედრა გამოდგა ჟირონაში, სადაც მასპინძელმა კატალონიელებმა ორჯერ გაუთანაბრეს ანგარიში „ვალენსიას.“ მაგრამ მარსელინოს შეგირდებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს მტკიცე ხასიათი და კაცნაკლულებმა მაინც გაიმარჯვეს. გადამწყვეტი ბურთი 90-ე წუთზე 19 წლის ფერან ტორესმა გაიტანა.
დიდი ამბები მოხდა სევილიის „რამონ სანჩეს პისხუანზე.“ „სევილიამ“ „სოსიედადი“ 5:2 დაამარცხა. ჰეთ თრიქი მიითვალა ანდალუზიელთა ფრანგმა შემტევმა, ვისამ ბენ-იედერმა. აი, სტუმარი მიკელ ოიარსაბალი კი ერთობ დაუოკებელი ყმაწვილი გამოდგა: ორი გოლი მეტოქეს გაუტანა და ერთიც საკუთარ კარში შეაგდო...
ესპანეთი
პრიმერა. 27-ე ტური. 10 მარტი
ვალიადოლიდი - რეალი 1:4
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია.“ 21 914
1:0 ანუარი (29), 1:1 ვარანი (34), 1:2, 1:3 ბენზემა (51 პენ, 59), 1:4 მოდრიჩი (85)
მე-12 წუთზე ალკარასმა პენალტი ვერ გაიტანა
ვალიადოლიდი: მასიპი, ანტონიტო, ფერნანდესი, კალერო, ნაჩო მარტინესი, ანუარი (ვერდე 63), მიჩელი, ალკარასი, კეკო (ჩოპი 73), სერხი გვარდიოლა, პლანო (უნალი 86)
მწვრთნელი: სერხიო
რეალი: კურტუა, ნაჩო, ვარანი (ვალიეხო 88), ოდრიოსოლა, რეგილონი (მარსელო 89), კაზემირო, კროოსი (ვალვერდე 74), მოდრიჩი, ასენსიო, სებალიოსი, ბენზემა
მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი
მსაჯი: ხილ მანსანო
გაფრთხილება: ნაჩო (61); ოდრიოსოლა (12), რეგილონი (45+3), კურტუა (64), კაზემირო (69), მარსელო (90+3)
გაძევება: კაზემირო (80)
სელტა - ბეტისი 0:1
0:1 ხესე (80)
ჟირონა - ვალენსია 2:3
0:1 გედეში (14), 1:1 რამალიო (22), 1:2 პარეხო (53), 2:2 სტუანი (83 პენ), 2:3 ფერან ტორესი (90)
გაძევება: რონკალია (ვალენსია, 72)
ლევანტე - ვილიარეალი 0:2
0:1 პიერი (93, საკ. კარში), 0:2 ჩუკვეზე (96)
სევილია - სოსიედადი 5:2
1:0 სარაბია (25), 1:1 ოიარსაბალი (28), 2:1, 3:1, 4:1 ბენ-იედერი (48, 58, 61), 5:1 ოიარსაბალი (69, საკ. კარში), 5:2 ოიარსაბალი (77, პენ)