სხვა

0:30 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მუჯარიძის ისტორიული ოქრო!

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე, პირველი ოქროს მედალი მძლეოსნობაში ბირთვის მკვრელმა გიორგი მუჯარიძემ მოიპოვა!

ქართველმა მძლეოსანმა 9-10 მარტს სლოვაკეთის ქალაქ სამორინში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაში ("ევროპის თასი ტყორცნები“) იყოჩაღა. მუჯარიძემ 23-წლამდელთა შეჯიბრში ბირთვი 20.27 მეტრზე ჰკრა, რითაც აღნიშნულ კატეგორიაში ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა.

0.123929