“ა” ლიგის დღეს გამართული მე-7 ტურის მთავარი მოვლენა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამარცხება გახლდათ. ბოიან სალატიჩის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის ერთადერთი დაუმარცხებელი წევრი გახლდათ, რომელსაც წაგების სიმწარე მიმდინარე სეზონში პირველად “ვერამ” აგემა. თავის მხრივ, ვერელებს, რომლებმაც კავკასიელებთან პირველი წრის მატჩი წააგეს, დღევანდელ მატჩში ლიდერი ბრაისონ სკოტი აკლდათ, თუმცა გამართული და დალაგებული თამაშის წყალობით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება – 76:71.
მილოშ პეიჩის გაწვრთნილმა “ვერამ” შეძლო და არქიმექულის გარეშე მყოფმა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი დაამარცხა. სკოტი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 26 ქულაზე მეტს აგროვებს, თუმცა მის არყოფნაში “ვერამ” უფრო გუნდური, დაცვასა და შეტევის ჰარმონიულ შეთავსებაზე გათვლილი თამაში უჩვენა. ეს უფრო მეტად იყო ბალკანელი სპეციალისტების ტაქტიკური დუელი, რომელიც პეიჩმა კავკასიელთა დამრიგებელ ბოიან სალატიჩს მოუგო.
მატჩის უმეტეს დროს “ვერა” ლიდერობდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ქულით. კავკასიელებმა დასკვნით წუთებზე ლიდერობის მოპოვება მოახერხეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში “ვერამ” უფრო გააზრბული და პრაგმატული კალათბურთი ითამაშა, თუმცა ბოლო წამებზე ყველაფერი ორმა შეტევამ გადაწყვიტა. კავკასიელთა ლიდერმა – ვენდელ ლუისმა ბოლო წუთზე საკვანძო შეტევები გააცუდა, ხოლო “ვერამ” – ჩააგდო და იმარჯვა კიდეც.
ვერელთაგან ბომბარდირი 16 ქულით ბერნარდ ნკალი გახდა. 15 ქულა მოაგროვა ბერნარდ სლაიმ, ხოლო ივან საიჩიჩის ანგარიშზე 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში 35 ქულით საუკეთესო იყო ვენდელ ლუისი, რომელმაც ჩაროზად 12 მოხსნაც მიითვალა.
მე-7 ტურის მნიშვნელობით მეორე საინტერესო შედეგი “არენა-ორბის” “აფხაზეთთან” გამარჯვება გახლდათ. ეს 2 გუნდი “თბილისთან” ერთად პლეი ოფის მე-4 საგზურისთვის, შესბამისად, ლიგაში სამომავალსეზონოდ დასარჩენად იბრძვიან. შესაბამისად, მათ დაპირისპირებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც არენელებმა 95:74 მოიგეს და მე-4 ადგილზე დამკვიდრდნენ. გამარჯვებულებს 28 ქულითა და 12 მოხსნით არმანი ფლანიგანმა ულიდერა.
მესამე მატჩში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. ეორე ადგილზე მყოფმა “მეგა ბასკეტმა” ქულუხვ მატჩში 114:87 დაამარცხა “თბილისი”. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილი თბილისელები იბრძოდნენ და ბოლო პერიოდში მეტოქეს 8 ქულითაც (63:71) მიუახლოვდნენ, რის შემდეგაც ვუკასინ მანდიჩმა წუთშესვენება აიღო, მეგაბასკეტელებს დარიგებები მისცა და მოედანზე ძირითადი ხუთეული დააბრუნა, რომლის წევრებიც ანგარიშში დიდი სხვაობის გამო სათადარიგოთა სკამზე იყვნენ.
საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა და “მეგა ბასკეტმა ” დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. 27 ქულით, 10 პასით და 7 მოხსნით მეგაბასკელთაგან საუკეთესო იყო კორი სანდერსი. 25 ქულა ჰქონდა მიკა სიბორნს, ხოლო დარკო კოჰადარევიჩმა 21 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა. “თბილისში” 36 ქულით საუკეთესო შედეგი ლევან რევაზაშვილმა დააფიქსირა.
“ა” ლიგის მომდევნო ტურის მატჩები 14 მარტს გაიმართება.
აქამდე გამართული “ა” ლიგის მატჩების სტატისტიკა
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმოიდგინეთ ეხლა ზუბაჩი არ მიგვაჩნია არაფრად და ვიძახით რომ სუსტი მოთამაშეა და ზუბაჩის დონე რომ იყოს გოგა ცაში გვეყოლებოდა აყვანილი.ძაან სუსტი მოთამაშეა გოგა ნბა-სთვის და ლაქუცს ჯობია სიმართლე უთხრან.მე რომ რომელიმე გუნდის მფლობელი ვიყო გოგას საერთოდ არც შევხედავდი.რომელ გუნდს უნდა უთხრა რომ ბითაძეზე ააწყოს ცენტრის თამაში,ეგ არის უბრალოდ სისულელე.ხოდა არავის არ უნდა დაწყდეს გული რომ არ ათამაშებენ.არ აქვს შესაბამისი ნიჭი.მარტო სიმაღლე არაა კალათბურთი. 2.15 იანი ბიჭი გვყავს და გავაოცებთ ამერიკას არაა მასე მოწყობილი საქმე
ქართველების ადგილი ყველგანაა და მათ შორის ნბა-შიც მაგრამ კონკრეტულად გოგას ადგილი არაა ნბა-ში.არ არის ნბა-ს დონის კალათბურთელი და არავის არ უნდა ეწყინოს ეს ნათქვამი.პირდაპირ ვთქვათ,ქართველი რომ არ იყოს საერთოდ დავინტერესდებოდით მისი თამაშით?ძაან სუსტი მოთამაშეა განსაკუთრებით დაცვაში,ტიპი 5 წუთში 5 ფოლს იღებს და აიქიუშიც მაგრად მოიკოჭლებს.ფაფხურა ქუცქუცა ტიპია.ფიზიკურადაც სუსტია როცა ჯირკი ცენტრები არიან ნბა-ში.მაგალითად დრამონდი და გოგა იგივეა?ან დრამონდი ვინაა მაგრამ ფიზიკის მხრივ ვადარებ ამ შემთხვევაში.ტერნერს(რომელიც ასევე არაა ელიტარული ცენტრი) დებილის მეტი არავინ გაცვლის გოგას გამო და ტყუილად ნუ ველოდებით მაგ ტრეიდს.ბევრად ჯობია ტერნერი და გოგას არცერთი კარგი გუნდი არ ათამაშებს 10 წუთსაც კი.ძაან სუსტი მოთამაშეა ნბა-ს დონეზე.თითქოს პატარა ბავშვი მოხვდა კაცებში,ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს გოგას ნბა-ში თამაში,შეშინებული თამაშობს და კლასშიც მაგრად მოიკოჭლებს
რა უნდა ქართველებს ნბა-ში. ეგ ხომ თავის დროზე კამერუნელებისა და პოლონელებისთვის შექმნეს
გოგასადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად არაა ნბა მაგის ადგილი და ჯობია ევროპაში წამოვიდეს! ნბა ში 10 წუთს თამაშს ევროპაში 30 წუთი ითამაშოს ჯობია. აგერ შერმადინი ევროპაშია და ბრდღვნის ყველაფერს, ხოდა არც ბითაძე არ იქნება ნაკლები თუ დროულად წამოვა ამერიკიდან. ევროპაში შეუძლია რომელიმე კარგი გუნდის ძირითადი ცენტრი გახდეს და კარგ კარიერასაც გაიკეთებს! არაა ნბა ქართველების ადგილი( ზაზა იშვიათი გამონაკლისია) და თუ დროულად მიხვდება ამას კარგი იქნება!
შერმადინი ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელია მაგრამ არასდროს უცხადებდნენ ნდობას დიდ გუნდებში ჩემდა გასაკვირად
ჯორჯევიჩიც დაიწუნეს ნბა-ში და ძლივს ააგლიჯეს აივერსონი ერთი ადგილიდან. ნბა არის ძალიან დიდი მაფია. მანდ საჭიროა არა მხოლოდ კალათბურთის მაღალ დონეზე თამაში არამედ ნდობაც რომ ის გააკეთო რასაც დაგავალებენ და არ გათქვა მერე
26-ში ეთამაშება ლეიკერსი კლივლენდს გასვლაზე და ვფიქრობ კაი დღე არ დაადგებათ სექსტონებს და ოსმანებს.ვიცით რომ 26-ში 1 წელი გადის კობის დაღუპვიდან.თქვეს კიდევაც ლებრონმა და დევისმა რომ 26-ში ლეიკერსი სულ სხვა თამაშს ითამაშებს
ნბა ვახსენე და რადგან ესენი არაფერ სტატიას არ დებენ აქ ვიტყვი აზრს.ჰარდენი ძაან მიიჩრდილა ბოლო თამაშებში რაც კაირი დაბრუნდა.ფაქტია ეგ ორი ერთად ვერ ეწყებიან,დაცვაზე ხო ლაპარაკიც აღარაა და შეტევაშიც კი ვერ ინაწილებენ როლებს რაც მოსალოდნელიც იყო.არ უნდა გადასულიყო წვერა ბრუკლინში,მაგრად შეზღუდავს ირვინგი.თუ კაირი არ დაატრეიდეს ბრუკლინის ჩემპიონობის შანსი ძაან დაბალი იქნება.წარბამ კი აიშვა დღეს დილას,როგორც ჩანს წოვას შეეშვა))))თვითონ თქვა წინაზე ისე ცუდად ვთამაშობ მგონია რომ ვწოვო)))მართლა მაგარი თამაში ქონდა,28 წუთში ტიპმა 37 ქულა 6 მოხსნა 3 პასი 2 ჩაჭრა 1 ბლოკი დადო.მოკლედ ძველი წარბა დაბრუნდა
შერმადინი მაგრად თამაშობს რამდენი ხანია უკვე და ნაღდად ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია ევროპაში მოთამაშე ხალხში თუ საუკეთესოც არა.ჭკვიანი ბიჭია შერმადინი,ჯობია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ვიდრე ნბა-ში მეასეხარისხოვანი როლი გქონდეს.გოგასაც ურჩევნია ევროპაში დაბრუნდეს და სადმე კარგ გუნდში მოეწყოს,უფრო მეტად განვითარდება ვიდრე ნბა-ში.ნბა არის სულ სხვა დონე და იქ გასაქაჩად ძაან დიდი ნიჭი უნდა გქონდეს მითუმეტეს როცა ჩასული ხარ.ჩასულებს(ლეგიონერები დავარქვათ) მეტს თხოვენ ყოველთვის ვიდრე ადგილობრივებს
მოკლედ, გაღმა ემბიიდი ჩაუქობს მაღლებში და გამოღმა ესა ))