კალათბურთი

21:23 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 22 ქულა და პირველი გამარჯვება პოლონეთში

დუდა სანაძის წინამძღოლობით “რადომმა” პოლონეთის ჩემნპიონატში “სტარგრადი” დაამარცხა. 5 მოგებითა და 10 მარცხით ეს გუნდები ცხრილში 12-13 ადგილებს იყოფდნენ, მატჩის მასპიძელი კი “სტარგრადი” გახლდათ. ასეთ პრინციპულ მატჩში რადომელებს დუდა სანაძემ ულიდერა, რომელმაც თავის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში – 83:80 გაამარჯვებინა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31:44 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. სანაძე საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო და რადომელებმა რომ მოიგეს, უპირველესად მისი დამსახურებაა.

ეს გახლდათ სანაძის პირველი გამარჯვება მას შემდეგ, რაც პოლონურ კლუბში გადავიდა. დუდამ “რადომში” აქამდე 6 მატჩი ჩაატარა და როგორც დაძაბულ ფინალში, ისე ოვერტაიმში წაგებული მატჩები იგემა. “სტარგრადთან” კი “რადომმა” სანაძესთან ერთად და მისი ძალისხმევით პირველად გიმარჯვა.

შემდეგ მატჩს “რადომი” 16 მარტს, სტუმრად “ანვილთან” გამართავს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09019