კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის "დინამო" თბილისის "დინამოს" სტუმრად დაუპირისპირდა და გიორგი გადრანის მე-12 წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ბათუმელებმა ქულები პირველად მოიპოვეს.
თბილისურმა გუნდმა კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში განიცადა მარცხი და მერვე ადგილზე იმყოფება. ფელის ვისენტეს გუნდი შემდეგ მატჩს "ლოკომოტივთან" 17 მარტს ჩაატარებს, ხოლო გია გეგუჩაძის შეგირდები 16 მარტს გორის "დილას" უმასპინძლებენ.