ფეხბურთი

23:23 | 10.03.2019 | ნანახია 1134 - ჯერ

მბაპე: „ბევრს ეჭვი შეეპარა პსჟ-ში, მე კი მჯერა ამ პროექტის“

„პარი სენ-ჟერმენის“ ჭაბუკ თავდამსხმელს, კილიან მბაპეს, მიაჩნია, რომ პრობლემების მიუხედავად, მისი კლუბი მომავალში აუცილებლად მიაღწევს წარმატებას ჩემპიონთა ლიგაში. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ტურნირი პარიზულმა კლუბმა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ წაგებით, მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

„ცხადია, გაოგნებული ვარ. ძნელია მარცხს შეეგუო, როცა ამდენს იმუშავებ. გავვარდით, მაგრამ ამით ფეხბურთი არ მთავრდება. ახლა სეზონის კარგად ჩამთავრებას შევეცდებით.

ბევრი უკვე ეჭვით უყურებს ჩვენს პერსპექტივას, მაგრამ კვლავ მჯერა ამ პროექტის. თუ ერთიანნი ვიქნებით, რაღაც განსაკუთრებულს აუცილებლად გავაკეთებთ.

მე მომავალ სეზონშიც პარიზულ კლუბში ვიქნები. ეს გადაწყვეტილია.“ - უთხრა მბაპემ TF1-ს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:10 | 11.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ერთ-ერთის გაყიდვა ნეიმარი-მბაპედან წელს მოუწევს პსჟ-ს თუ არ უნდა მოხსნან ტურნირებიდან.ნეიმარი თუ გაყიდა რეალს მეტი შანსი ექნება კი არადა იყიდის რეალი,თუ მბაპე გაყიდა ბარსელონას მეტი შანსი ექნება გამომდინარე კოუტინიოს მიმართ პსჟ-ს გამოჩენილი ინტერესიდან.ეს არის ლოგიკური

21:07 | 11.03.2019
gogssi (3755)

ისიც იწერება რომ რეალი ნეიმაარში 350 მილიონს იხდისო. მაშინ ეგ უფრო არ აწყობთ... მბაპე 20 წისაა ნეიმარი 27-ის. კარგი იქნებოდა ბარსაში მარა არ გამოვა სამწუხაროდ. მე ვფიქრობ სხვა ხერხს გამონახავს შეიხი და ორივეს დაიტოვებს.

20:27 | 11.03.2019
mjgiri (8951)

ბარტომეუმ გითხრა ალბათ

20:33 | 11.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

რა უნდა გითხრას კაცმა ტიპიური პროვოკატორი ხარ

18:30 | 11.03.2019
gogssi (3755)

მბაპეს შეიხი სადმე გაუშვებს ? შანსი არაა, არც ნეიმარს.

18:04 | 11.03.2019
mjgiri (8951)

ბაბუ პერესი
შენ FIFA 19-უნდა ითამაშო და მბაპესაც იყიდი,გრიზმანსაც და ვინც გაგიხარდება ყველას

19:57 | 11.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

დეიონგი ნაყიდი ყავს ბარსელონას უკვე გეცოდინება ეგ,ბუსკეცი არტური მესი დემბელე ახლაც ყავს (ეგეც უნდა იცოდე წესით) და ერთი მბაპეს ყიდვა ჭირდება ბარსელონას მარტო იმის განსახორციელებლად რასაც მე ვამბობ.რა არის არარეალური იმაში რაც დავწერე?არ შეიძლება მბაპე რომ იყიდოს ან ბარსელონამ ან რეალმა?მითუმეტეს ავხსენი რომ ბარსელონას მეტი შანსი აქვს,შეუძლია კოუტინიო და 150 მილიონი შეთავაზოს რაც დაიწერა კიდეც რამდენიმე კვირის წინ.კოუტინიო პსჟ-ს ინტერესში შედის ჯერ ისედაც მაღალი დონის ფეხბურთელია და მეორე ნეიმარს უნდა კოუტინიოს თავის გუნდში ხილვა რითაც ნეიმარსაც შეინარჩუნებენ გარდა იმისა რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელს მიიყვანენ.170 მილიონი დარღვევა აქვს პსჟ-ს ფეარპლეის ამბავში და აქტიურად წერს პრესა რომ მაგ 170 მილიონის გამო ან მბაპეს ან ნეიმარის გაყიდვა მოუწევს ამ ზაფხულს.რომელი აწყობს პსჟ-ს კოუტინიო-ნეიმარის დუეტი რომ შეკრას და ეგრე გამოასწოროს ეგ დარღვევა თუ ცალკე გაყიდოს მბაპე რის შემდეგ არც ნეიმარის შენარჩუნების გარანტია ექნება?თუ ცალკე ნეიმარი გაყიდოს და მარტო მბაპეს იმედზე დარჩეს?სისულელეს,ზღაპარს და ჰაერიდან მოტანილს მე არასდროს არ ვამბობ არაფერს და არაა ეგეთი ირონიული კომენტარის წერა საჭირო.არ გაყიდის ხალიფა არცერთს ეს ნათქვამი არგუმენტი არაა მოუწევს რომელიმე გაყიდოს ან მაშინ მოხსნიან ყველა ტურნირიდან.

20:01 | 11.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ან დაიტოვოს მარტო ნეიმარი-მბაპე და გაყიდოს დანარჩენი გუნდი მთლიანად იმ 170 მილიონის ამოსაღებად და ვერც ვერავინ იყიდოს კიდევ.რაბიოც უფასოდ ეცლება აგერ რაც კიდევ ერთი ზარალია.რაბიოს 70-80 მილიონად გაყიდდა თავისუფლად მაგრამ უფასოდ მიდის გუნდიდან და ბალანსის გასაბათილებელ 170 მილიონს არაფერი აკლდება მაგის წასვლით

20:03 | 11.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

გაიგეთ ჯერ რა ხდება ფეხბურთში და მერე წერეთ ირონიული კომენტარები.ფიფაში და პესში მე ვის ვათამაშებ ეგ არაა შენი საქმე

16:27 | 11.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ყოველ წელს დადებდნენ ლიგას სანამ მესი ფეხზე ივლიდა))მესის მიუყვანეთ მბაპე და მერე ნახეთ თქვენ მბაპეს სპრინტები და გოლების რაოდენობა რომ გაუჭრის ცენტრიდან პასებს))

16:24 | 11.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

4-3-3-ზე ცენტრი ბუსკეცი არტური დეიონგი შეტევა მესი მბაპე დემბელე სუპერგუნდი იქნებოდა.2 გამოცდილი ფეხბურთელი ბუსკეცი-მესი და 4 ახალგაზრდა არტური დეიონგი მბაპე დემბელე

16:21 | 11.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

მესი მბაპე ერთ გუნდში მაგარი სანახავი იქნებოდა პლუს დემბელე.სუარესი და კოუტინიო გასაშვებია ორივე თუ მბაპეს დაითრევს ბარსა.სუარესს მიასაღებენ სადმე 100 მილიონის ფარგლებში თუ მბაპეს დაითრევდნენ

16:19 | 11.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ბარსელონა ან რეალი ამათგან რომელიმე უნდა აირჩიოს ტიტულები და სახელი თუ უნდა.პრინციპში 1-2 წელი რომ ითამაშოს კიდევ პსჟ-ში არაფერი უჭირს,მაინც ბევრი დრო დარჩება ბარსა-რეალში წარმატების მისაღწევად მაგრამ რაც მალე გადავა მით უკეთესი თვითონ ამისთვის.კოუტინიო და 150 მილიონი უნდა შეთავაზოს ბარსელონამ და ვინ იცის ხალიფა დათანხმდეს.170 მილიონი აქვს გასასტუმრებელი ზაფხულზე ხალიფას ფეირპლეის პრინციპის გამო და 150 მილიონი პლუს კოუტინიო დაფარულ ვალსაც ნიშნავს ნეიმარის დარჩენასაც და მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებასაც კოუტინიოს სახით.

0.129324