სხვა

18:14 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგონებში ფოთელები ლიდერობენ

სენაკსა და თბილისში განახლდა საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში უფროსი ასაკის, 17-წლამდელ გოგონათა შორის. 27 ქულით ლიდერობს ფოთის ოქროს ვერძი, რომელიც 3 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, შარშანდელ ჩემპიონ აჭარის გუნდს.

ფოთმა დღეს 22-14 დაამარცხა სამტრედია, ვისთანაც პირველ წრეში ერთადერთი ქულა დაკარგა. აღმოსავლეთის გუნდებში საუკეთესო შედეგი, 17 ქულა აქვს თბილისის ქარიშხალას. თბილისის ტურში ყველაზე საინტერესო იყო ყვარლისა და პეგასის მატჩი, რომელიც ფრედ, 21-21 დასრულდა.

ახლა თბილისში, 23-27 მარტს, გაიმართება მეორე წრის საერთო ტური, ჩემპიონი კი გამოვლინდება სამწრიანი ტურნირის, ანუ 24-24 მატჩის შემდეგ. ამ ასაკის 2002-03 წელში დაბადებულ გოგონებს 2019 წლის აგვისტოში თანატოლთა ევროპის ჩემპიონატი უწევთ თბილისში.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

გოგონები, 17 წლამდე

9 მარტი, არენა 2

მამული - ქარიშხალა 24-33

პეგასი - ყვარელი 21-21

ყვარელი - მამული 27-23

მსაჯები: ი. გოგოლაძე, ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

10 მარტი, სენაკის სპორტის სასახლე

ბსბ ბათუმი - სამტრედია 11-15

წყალტუბო - აჭარა 8-24

ფოთი - წყალტუბო 22-12

აჭარა - ბსბ ბათუმი 24-10

სამტრედია - ფოთი 14-22

მსაჯები: ი. ჭკუასელი, შ. სტურუა, გ. გველესიანი

----------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ
ფოთი---------14--13---1---0--259-171--27

აჭარა----------14--12---0---2--298-190--24

ქარიშხალა---12---8---1---3--296-247--17

სამტრედია---14---8---1---5--235-200--17

ყვარელი------13---7---2---4--244-210--16

პეგასი---------12---4---1---7--222-220---9

ბათუმი-------14---3---1--10--171-239---7

წყალტუბო---14---1--1--12--156-283---3

მამული-------13---0--0--13--207-328---0

საერთო ტური. 23-27 მარტი, თბილისი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160821