ფეხბურთი

16:45 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სურს

"ბარსელონას" ბრაზილიელ ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს კლუბის დატოვება და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სურს, აღნიშნულ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კოუტინიო "ბარსელონაში" მისი პოზიციით უკმაყოფილოა, მას მეტი სათამაშო დრო უნდა და მისი გუნდიდან წასვლის სურვილიც ამით არის განპირობებული.

2018 წელს კოუტინიო "ლივერპულიდან" "ბარსელონაში 130 მილიონ ევროდ გადავიდა, ახლა კი მისი სატრანსფერო ღირებულება 95 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113077