გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
„ლეიკერსი“ შინ „ბოსტონთან“ 107:120 დამარცხდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოახერხა „ლეიკერსმა“ წინ გასვლა და ისიც პირველ ტაიმში მოხდა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 30 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა. კაირი ირვინგს 30 ქულა ჰქონდა.
„მილოუკმა“ საკუთარ დარბაზში „შარლოტ ჰორნეტსი“ 131:114 დაამარცხა. პირველი პერიოდის წაგების შემდეგ მილოუკელები დანარჩენ სამ მეოთხედში დომინირებდნენ. „მილოუკში“ ტრადიციულად იანის ადეტოკუმპო გამოირჩა, რომელმაც 26 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. „ჰორნეტსში“ საუკეთესო კემბა უოლკერი გახდა, რომელმაც მეტოქეს 25 ქულა ჩაუგდო.
„ატლანტა“ – „ბრუკლინი“ 112:114 (23:26, 24:30, 30:27, 35:31)
https://www.youtube.com/watch?v=j01iEL4FgwU
„მინესოტა“ – „ვაშინგტონი“ 135:130 (28:39, 32:32, 35:28, 26:22, ო.ტ. 14:9)
https://www.youtube.com/watch?v=ppA4okLnoEA
„ლეიკერსი“ – „ბოსტონი“ 107:120 (24:25, 23:32, 29:36, 31:27)
https://www.youtube.com/watch?v=9OvU9JicNrw
„მილოუკი“ – „შარლოტი“ 131:114 (24:32, 31:27, 39:28, 37:27)
https://www.youtube.com/watch?v=aD0IeNvhJUY
„პორტლენდი“ – „ფინიქსი“ 127:120 (24:23, 42:24, 36:30, 25:43)
https://www.youtube.com/watch?v=Ee2yxbdW078







