სხვა

10:00 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პროექტი „გახდი ლიდერი“

პროექტის მოკლე აღწერა - მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება ჟურნალისტური კონკურსი, რომელიც გამოავლენს 3 საუკეთესო სპორტული სვეტის ავტორს.

III ადგილზე გასული კონკურსანტი დაჯილდოვდება 500 ლარით;

II ადგილზე გასული - 1 000 ლარით;

I ადგილზე გასული - 2 000 ლარით და ერთწლიანი ხელფასით „ლიდერბეთისგან“ ყოველთვიურად 1 000 ლარის ოდენობით. ამასთან ერთად, საუკეთესო სვეტის ავტორი გახდება ვებ-გვერდ - „ლიდერ სპორტი“-ს შტატიანი თანამშრომელი.

პროექტის მიზანი - პირველი შემთხვევა სათამაშო ბიზნესის ქართულ ისტორიაში, როდესაც გამარჯვებულს ახალ სფეროში კარიერული წინსვლის დიდი შანსი ეძლევა.

პროექტი მოიცავს - უმაღლესი სასწავლებლების დიდ ნაწილს, შეუზღუდავ ასაკობრივ ჯგუფს.

პროექტის ფარგლებში - დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სპორტის სტაჟიან გულშემატკივრებთან.

პროექტის მონაწილე - არ უნდა იყოს პროფესიონალი ჟურნალისტი და მისი ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პორტალზე ან სხვა საინფორმაციო საშუალებაში.

პროექტის ელჩი - ოლიმპიური, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში, ყველა არსებული რეკორდის მფლობელი და საქართველოს მოქმედი საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე.

ლაშა ტალახაძე: ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები სპორტში. ბავშვები თავიდანვე უნდა მისდევდნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ჩემი აზრით, ეს პროექტი ბავშვებისთვის საუკეთესო მოტივატორი იქნება. ისინი იბრძოლებენ პირველობისთვის და პარალელურად, ჩვენ მათ შესაძლებლობებს შევაფასებთ. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო და მადლობა გადავუხადო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და კონკრეტულად. ჩემს მეგობარს და მენეჯერს ზურაბ თალკვაძეს, რომელიც ამ პროექტის ავტორია.

პროექტის შედეგი - მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება კონკურსი ახალგაზრდებში, რომელიც მათ მეტ მოთივაციას მისცემს.

პროექტს მხარს დაუჭერს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და გამარჯვებული ასოციაციის ფონდიდან სპეციალური ბონუსით დაჯილდოვდება.

მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, პრეზიდენტი): ჩვენი ასოციაცია ყოველთვის აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა წამახალისებელ, სპორტულ, გამაჯანსაღებელ, საქველმოქმედო პროექტებში. ვთვლი, რომ ასეთი სახის და მასშტაბის პროექტი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ორმაგად სასიამოვნოა, რომ ჩვენც ამ პროექტის მონაწილეები ვართ.

წარმატებები, მონაწილეებო!

®

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092281