ფეხბურთი

1:53 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ინიესტას გადაუსწრო

პრიმერას 27-ე ტურის მეორე სათამაშო დღე შვიდობიანი გამოდგა. მომგებმა მოიგო და სატურნირო ცხრილშიც დიდი არაფერი შეცვლილა. ადრეულ მატჩში „ატლეტიკომ“ ერთობ უსახურ შეხვედრაში „ლეგანესი“ საულის კინკილა გოლით დაამარცხა. „ბარსელონამ“ კი „რაიო ვალეკანო“ არ დაინდო - 3:1. თუმცა, თავიდან აგებდა.

კატალონიელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ერთი თავად გაიტანა და ერთიც პიკეს საგოლედ უპასა. მესამე ურუგვაელმა ლუის სუარესმა შეაგდო.

მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 443-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ანდრეს ინიესტას (442) გადაუსწრო. ახლა, არგენტინელი გენიოსი „ბარსელონას“ ისტორიაში, მატჩების რაოდენობით მხოლოდ ჩავის ჩამორჩება (505).

მესი კატალონიურ კლუბში 2003 წლიდან თამაშობს და ბოლო ინფორმაციით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მასთან კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს.

ესპანეთი

პრიმერა. 27-ე ტური. 9 მარტი

ატლეტიკო - ლეგანესი 1:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 58 321

1:0 საული (50)

50-ე წუთზე საულმა ვერ გაიტანა პენალტი

ატლეტიკო: ობლაკი, არიასი, ხიმენესი, სავიჩი, სოლანო (საული 46), კორეა, როდრი, ტომასი, ვიტოლო, კალინიჩი (ხუანფრანი 73) გრიზმანი (ლემარი 46)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ლეგანესი: ლუნინი, ნიომი (არნაისი 76), რეიესი, ომერუო, ტარინი, კრავეცი, ვესგა, პერესი, ერასო (კარილიო 71), ბრეითუაიტი (ელ-ჟარი 71), ენ-ნასირი

მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

მსაჯი: მატეუ ლაოსი

გაფრთხილება: ხიმენესი (14), ლემარი (53); ბრეითუაიტი (15), პერესი (65)

ბარსელონა - რაიო ვალეკანო 3:1

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 74 158

0:1 დე ტომასი (24), 1:1 პიკე (38), 2:1 მესი (50, პენ), 3:1 სუარესი (82)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, იუმტიტი, პიკე, სემედუ, არტური (დემბელე 46), ბუსკეტსი (მალკომი 85), ვიდალი, მესი, კოუტინიო (რაკიტიჩი 80), სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

რაიო ვალეკანო: დიმიტრიევსკი, მორენო, ამატი (პოსო 64), გალვესი, ველასკესი, ადვინკულა, გარსია (ემბარბა 81), კომესანია, იმბულა, ბებე, დე ტომასი

მწვრთნელი: მიჩელი

მსაჯი: მერელო ლოპესი

გაფრთხილება: ბუსკეტსი (80); ველასკესი (68), იმბულა (89)

ხეტაფე - უესკა 2:1

0:1 კალიეხო (35), 1:1, 2:1 ხაიმე მატა (50, 77 პენ)

ალავესი - ეიბარი 1:1

1:0 ინუი (58), 1:1 კარდონა (71)

8 მარტი

ატლეტიკი - ესპანიოლი 1:1

0:1 ფერეირა (9), 1:1 რაულ გარსია (80)

0.105529