სხვა

2:15 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილი ექვსეულში მოხვდა, ურუშაძემ მე-11 ადგილი დაიკავა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულდა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. შეჯიბრის დასკვნით დღეს მედლები გოგონებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში გათამაშდა და საქმეში ქართველი სპორტსმენებიც ვიხილეთ.

15 წლის ალინა ურუშაძე მოკლე პროგრამის შემდეგ მე-15 იყო, თავისუფალი პროგრამისთვის კი 105.43 ქულა (54.91 ტექნიკური ელემენტებისთვის+50.52 პროგრამული კომპონენტებისთვის) და მე-11 ადგილი დაიმსახურა და ჯამური 157.96 ქულითაც მე-11 შედეგი აჩვენა. საინტერესოა, რომ ევროპელთაგან ალინას წინ მხოლოდ 3 რუსი გოგონა აღმოჩნდა.
პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ, მოწინავე ექვსეულში იმყოფებოდა სპორტული ცეკვებით დაკავებული ქართული წყვილი მარია კაზაკოვასა (17 წლის) და გიორგი რევიას (19) შემადგენლობით.
ქართველმა სპორტსმენებმა თავისუფალ პროგრამაში 95.32 ქულა (49.12 ტექნიკური ელემენტებისთვის+46.20 პროგრამული კომპონენტებისთვის) ქულა დაიმსახურეს, აქაც მეექვსენი იყვნენ და ჯამური 155.40 ქულუთაც მე-6 საფეხური დაიკავეს. ევროპული მასშტაბით, კაზაკოვა და რევია მხოლოდ სამ რუსულ წყვილს ჩამორჩნენ და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს 2 საგზური მოუტანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121974