ჭიდაობა

1:15 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი მედალი აღებულია, ოთხის შანსი არსებობს

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 4 მედალი - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს.

ევროპის ვიცე-ჩემპიონი ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი რობერტ დინგაშვილმა (57 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ.) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) დაისაკუთრეს.

პირველი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ქულა 69 ქულა აქვს და გუნდურ ჩათვლაში რუსეთის (94) კვალად, მეორე ადგილს იკავებს.

10 მარტს, შეჯიბრის ბოლო დღეს, ქართველ ფალავნებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი აქვთ: გიორგი სულავა (74 კგ.) და ზაურ ბერაძე (86 კგ.) ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ, ხოლო დემურ მეგენეიშვილი (92 კგ.) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ.) დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებენ მედლებისთვის ბრძოლას.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.

0.119983