ფეხბურთი

0:07 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გირვანქაა თუ სტერლინგი?

ლიდერმა, „მანჩესტერ სიტიმ“ მოსალოდნელი გამარჯვება მოიპოვა. „უოტფორდი“ შინ დაამარცხა (3:1). თუმცა, ამ შეხვედრაში, ორი განსხვავებული ტაიმი გამოდგა. პირველ ნახევარში „ქალაქელებს“ ღირებული არაფერი შეუქმნიათ, მეტოქე ყრუ დაცვაში იდგა და ერთი-ორი ნახევარმომენტის გარდა საინტერესო არაფერი ყოფილა.

აი, მეორეს დასაწყისში კი რაჰიმ სტერლინგი გადაირია - 13 წუთში ჰეთ თრიქი შეასრულა და მალევე გვარდიოლამ მინდვრიდან გაიყვანა, თორემ, კაცმა არ იცის, რას ჩაიდენდა...

ეს, ხუმრობით, რა თქმა უნდა. თუმცა, მასპინძელთაგან მერე აღრავინ გამორჩეულა. ერთი საპასუხო კი დელოფეუმ გაიტანა.

„სიტიმ“ მიჯრით მეექვსედ გაიმარჯვა პემიერლიგაში და ძნელი წარმოსადგენია, პირველი საფეხური ვინმეს დაუთმოს. ჩანს, „ლივერპულმა“ თავისი შანსი ამ სეზონშიც თავადვე გაანიავა.

დღის მეორე მნიშვნელოვან შეხვედრაში, „დეზებმა“ ვერ ივარგეს. პირველ ტაიმში „ტოტენჰემმა“ აშკარად დაჯაბნა მასპინძელი „წმინდანები.“ გოლიც გაიტანეს ლამაზი კომბინაციის შემდეგ. კეინმა გაიტანა. და თამაშსაც აკონტროლებდნენ ისე, როგორც ლიდერს ეკადრება. მაგრამ შესვენების შემდეგ, სტუმრებმა რატომღაც ბურთი „საუთჰემპტონს“ დაუთმეს და ამისათვის დაისაჯნენ კიდეც. ამისდაკვალად, ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიაც გააგრძელეს.

„ძალიან ძნელია, იმის გაგება, რატომ ვითამაშეთ მეორე ტაიმში სხვაგვარად. გულდაწყვეტილი ვარ, რადგან „ტოტენჰემი“ ყველაფერში ჯობდა მოწინააღმდეგეს. ეტყობა, შესვენების შემდეგ, არასერიოზულად მოვეკიდეთ მეტოქეს. არ მინდა ჩემი ფეხბურთელები გავაკრიტიკო, მაგრამ როცა 3:0 ან 4:0 უნდა მოგეგო და აგებ...“ - ეს ლონდონელთა დამრიგებლის, მაურისიო პოჩეტინოს მატჩისშემდგომი კომენტარია.

ბრენდან როჯერსმა პირველად გაიმარჯვა „ლესტერთან“ ერთად. „მელიებმა“ „ფულემი“ 3:1 დაამარცხეს. ჯეიმი ვარდიმ დუბლი მიითვალა და მერე დამრიგებელმა მას მსოფლიო კლასის შემტევი უწოდა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 30-ე ტური. 9 მარტი

საუთჰემპტონი - ტოტენჰემი 2:1

საუთჰემპტონი. „სენტ მერის.“

0:1 კეინი (26), 1:1 ვალერი (77), 1:2 უორდ-პროუსი (81)

საუთჰემპტონი: განი, ვალერი, იოშიდა, ვესტერგორი, ბედნარეკი, ბერტრანი, უორდ-პროუსი, რომეუ (ლონგი 46, არმსტრონგი 73), ჰოიბერგი, რედმონდი, ოსტინი (სიმსი 46)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

ტოტენჰემი: ლორისი, უოკერ-პიტერსი, სანჩესი, ვერტონგენი, როუზი (ლიორენტე 82), დაიერი, სისოკო, ერიკსენი, ალი (დევისი 82), მოურა (სონი 73), კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: რომეუ (10), ვალერი (22), ჰოიბერგი (78), რედმონდი (88); უოკერ-პიტერსი (79), სისოკო (88)

სიტი - უოტფორდი 3:1

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 104

1:0, 2:0, 3:0 სტერლინგი (46, 50, 59), 3:1 დელოფეუ (66)

სიტი: ედერსონი, უოკერი, ოტამენდი, კომპანი, ზინჩენკო, გიუნდოგანი, დავიდ სილვა, ბერნარდუ სილვა, მაჰრეზი (ფოდენი 90), სტერლინგი (სანე 65), აგუერო (ჟეზუსი 80)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

უოტფორდი: ფოსტერი, იანმატი, ბრიტოსი (კატკარტი 82), კაბასელე, მასინა, კაპუ, დუკურე, კლევერლი, ფემენია (დელოფეუ 66), საქსესი (დინი 66), გრეი

მწვრთნელი: ხავი გარსია

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: უოკერი (6); კლევერლი (18)

კრისტალ პალასი - ბრაიტონი 1:2

0:1 მიურეი (19), 1:1 მილივოევიჩი (50, პენ), 1:2 ნოკარი (74)

კარდიფი - ვესტ ჰემი 2:0

1:0 ჰოილეტი (4), 2:0 კამარასა (52)

ჰადერსფილდი - ბორნმუთი 0:2

0:1 უილსონი (20), 0:2 ფრეიზერი (66)

ლესტერი - ფულემი 3:1

1:0 ტილემანსი (21), 1:1 აიტე (51), 2:1. 3:1 ვარდი (78, 86)

ნიუკასლი - ევერტონი 3:2

0:1 კალვერტ-ლევინი (18), 0:2 რიშარლისონი (32), 1:2 რონდონი (65), 2:2, 2:3 პერესი (81, 84)

30-ე წუთზე რიტჩიმ (ნიუკასლი) ვერ გაიტანა პენალტი

0.118096