ფეხბურთი

23:05 | 9.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მიმდინარე სეზონის ბოლომდე შესაძლოა ზეედორფმა გაწვრთნას

კამერუნის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩაიბაროს. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ჰოლანდიელ სპეციალისტს კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ ნება დართო ესპანურ კლუბთან მოლაპარაკების, შედეგად ზეედორფსა და "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრებს შორის მადრიდში შეხვედრა შედგა. "სამეფო კლუბის" ამჟამინდელ მწვრთნელს სანტიაგო სოლარის კი უახლოეს მომავალში გაუშვებენ.

"რეალი" მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოვარდა. ასევე, გუნდი ლა ლიგაში 26 ტურის შემდეგ 48 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და უკვე რვა წაგება აქვს. ზეედორფი კი "რეალის" ღირსებას 1996-2000 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.115013