მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველთა თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დარწმუნებულია, ხამეს როდრიგესი კვლავ „ბაიერნში“ დარჩება. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელზე უფლებები მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის.
„დარწმუნებული ვარ, ხამესი მომავალ სეზონშიც „ბაიერნში“ დაჩება. მისი დიდი გულშემატკივარი გახლავართ და ვფიქრობ, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩიც იზიარებს ჩემს შეხედულებას და კმაყოფილია კოლუმბიელით. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის.“ - განუცხადა რუმენიგემ Goal.com-ს.
ხამესი „ბაიერნში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, 15 მატჩში, მან 3 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოირჩა.