ლონდონის „ტოტენჰემის“ კორეელმა შემტევმა, სონმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოჯახის შექმნას ჯერ არ აპირებს, რადგან ის კარიერაში შეუშლის ხელს.
„მამა ასე მეუბნება და ვეთანხმები. მამა ამბობს, რომ როცა დაოჯახდები, პირველ ადგილზე ოჯახი, ცოლი, შვილები დგებაო და ფეხბურთი მეორე ადგილზე გადაიწევს. მე კი მსურს, რომ ფეხბურთი ჩემთვის პრიორიტეტი იყოს.“ - უთხრა სონმა The Guardian-ს ვრცელ ინტერვიუში.
მიმდინარე სეზონში სამხრეთკორეელმა „ტოტენჰემის“ მაისურით 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა. სონი აღიარებს, რომ პირველი სეზონის შემდეგ, ლონდონური კლუბის დატოვებას ფიქრობდა.