ფეხბურთი

9:23 | 9.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაულუ სოუზა „ბორდოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა

ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი, პაულუ სოუზა, „ბორდოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. ჟირონდელებმა მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ადრეულ წლებში სოუზა „ქუინზ პარკს,“ „სუონსის,“ „ლესტერს,“ „ვიდეოტონს,“ თელ ავივის „მაკაბის,“ „ბაზელსა“ და „ფიორენტინას“ წვრთნიდა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი კი ჩინური „ტიანცზინი“ გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში. „ბორდოს“ ხელმძღვანელობამ, ცუდი შედეგების გამო, თანამდებობიდან რიკარდო გომესი დაითხოვა.

27-ე ტურის შემდეგ, „ბორდო“ საფრანგეთის ჩემპიონატში, 32 ქულით მე-13 ადგილზეა.

0.115022