ფეხბურთი

1:28 | 9.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" მორიგი გასეირნება (+VIDEO)

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის პირველი მატჩი "ალიანც სთედიუმზე" გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "უდინეზე" 4:1 დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

აღნიშნულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მის ნაცვლად თავდამსხმელის პოზიციაზე მასიმილიანო ალეგრიმ მოიზე კინი დააყენა და იტალიელმაც შანსი გამოიყენა. კინმა პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა და 1982 წლის შემდეგ გახდა "იუვენტუსის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს მატჩში ორი გოლი გაიტანა. 1982 წლის თებერვალში ჯუზეპე გალდერიზი გახდა ყველაზე ახალგაზრდა დუბლის ავტორი (18 წელი, 329 დღე), ხოლო კინი დღეს 19 წლის და რვა დღის იყო.

მეორე ტაიმში "იუვენტუსმა" ოთხი წუთის ინტერვალში (67, 71) ორი გოლი გაიტანა და საბოლოო გადაწყვიტა მატჩის ბედი. "უდინეზეს" მხრიდან კი პრესტიჟის გოლი კევინ ლაზანიამ 85-ე წუთზე გაიტანა. ალეგრის გუნდმა ჩემპიონატში 75 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მეორეადგილოსან "ნაპოლის", რომელსაც 27-ე ტურის მატჩი აქვს ჩასატარებელი, ცხრა ქულით უსწრებს.

"იუვე" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს "ატლეტიკოსთან" კარგი განწყობით შეხვდება. იტალიელები ესპანელებს 13 თებერვალს დაუპირისპირდება. ალეგრის გუნდი იტალიის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 17 მარტს სტუმრად "ჯენოასთან" ჩაატარებს.

"იუვენტუსი" - "უდინეზე" 4:1 (2:2)

"იუვენტუსი": სჩესნი, კასერესი, ბარძალი (ბონუჩი 25), რუგანი, სპინაცოლა, ჩანი, ბენტაკური, მატუიდი (დიბალა 72), ბერნარდესკი, ალექს სანდრო, კინი

"უდინეზე": მუსო, ნუიტინკი (ოპოკუ 25), დე მაიო, ტროსტ-ეკონგო, ზეგელაარი, ფოფანა, უილმოტი (ლასანა 46), ლარსენი, ტერ ავესტი (სანდრო 62), დე პაული, პუსეტო

გოლები: 1:0, 2:0 კინი (11, 39), 3:0 ჩანი (67, პენალტი), 4:0 მატუიდი (71), 4:1 ლაზანია (85)

0.113794