იაპონიის სუმოს ასოციაციამ საგაზაფხულო სუპერტურნირის სასტარტო დღეების განრიგი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ჰარო ბაშო ოსაკაში 10 მარტს დაიწყება, მისი გამარჯვებულის ვინაობას კი 24 მარტს შევიტყობთ.
ტოჩინოშინი, რომელიც შეჯიბრს მისთვის უმაღლესი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ხვდება, კადობანშია ჩაყენებული და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირებისთვის მაქსიმუმი უნდა გაიღოს, თორემ ტიტულს დაკარგავს. ვთქვათ ისიც, რომ გორგაძეს ტრავმა ბოლომდე ჯერაც არ მოუშუშებია, ამდენად, მძიმე გამოწვევა ელის.
ჰარუ ბაშოს სასტარტო დღეს (შიო-ნიტი) ქართველი ფალავანის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 4:1-ს უგებს. ასევე მე-2 მაეგაშირა, ოღონდ დასავლეთის წარმომადგენელი მიოგირიუ დაუპირისპირდება ლევანს მე-2 ტურში. ტოჩინოშინი მასაც დამაჯერებლად ჯაბნის – 12 მოგება, 8 მარცხი.
რანგით მე-2 ჯურიოს დივიზიონში აღმოსავლეთის მე-8 ნომრის წოდებით ჩაებმება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ. კვირას მის პირისპირ 35 წლის ჩინელი ვეტერანი სოკოკურაი დადგება, რომელთანაც ქართველ გოლიათს მინიმალური უპირატესობა აქვს – 10 გამარჯვება, 9 წაგება.