ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების ლიდერი მორის ყვითელაშვილი რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში მიმდინარე მსოფლიო უნივერსიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
23 წლის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 82.71 ქულა (39.85 პროგრამული კომპონენტებისთვის+42.86 ტექნიკური ელემენტებისთვის) მიიღო და მე-5 შედეგი აჩვენა, ფინალში კი კიდევ უფრო უკეთ გამოიყურებოდა.
ყვითელაშვილს თავისუფალი პროგრამისთვის 175.31 ქულა (83.10 პროგრამული კომპონენტებისთვის+92.21 ტექნიკური ელემენტებისთვის) ერგო და მე-2 იყო, მის წინ კი, მხოლოდ იტალიელი მატეო რიცო (182.76) აღმოჩნდა.
ჯამური 273.54 ქულით ოქროს მედალი სწორედ რიცომ დაისაკუთრა, ვერცხლი რუსმა მაქსიმ კოვტუნმა (259.49) აიღო, ყვითელაშვილი (258.02) კი მას მცირედით ჩამორჩა და კვარცხლბეკის მე-3 საფეხური დაიკავა.