კალათბურთი

12:44 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმსმა ჯორდანს გადაასწრო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო მექულეებს შორის ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანს გადაასწრო და მეოთხე ადგილზე გადავიდა.

ლებრონ ჯეიმსს 32 311 ქულა აქვს, ხოლო ჯორდანს - 32 292 ქულა. „მეფეს“ მორიგ სამიზნეს კობი ბრაიანტი 33 643 ქულა წარმოადგენს. კარლ მელოუნს 36 928 ქულა აქვს, ხოლო პირველ ადგილზე ქარიმ ადბულ-ჯაბარია - 38 387.

0.119411