გამთენიისა ნაციონალური საკალათბურთი ასოციაციის ორი შეხვედრა გაიმართა.
„პორტლენდი“ შინ „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდა. მატჩში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძირითადი დრო 113:113 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში ოკლაჰომელებმა უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ 129:121 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 51 ქულა დამიენ ლილარდმა ჩააგდო. უესტბრუკს 37 ქულა ჰქონდა. პოლ ჯორჯმა 32 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
„მილოუკმა“ საკუთარ დარბაზში „ინდიანა“ 117:98 დაამარცხა. მთელი შეხვედრა ინდიანაპოლისელები მდევრის როლში გახლდნენ. ადეტოკუმპომ გუნდს 29 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი შესძინა. „ინდიანაში“ თარნეტი 22 ქულით და 17 მოხსნით გამოირჩა.
„მილოუკი“ - „ინდიანა“ 117:98 (32:24, 22:26, 30:22, 33:26)
https://www.youtube.com/watch?v=NgcZaryPvXk
„პორტლენდი“ – „ოკლაჰომა“ 121:129 (30:31, 31:27, 22:27, 30:28, ო.ტ. 8:16)
https://www.youtube.com/watch?v=3CEHF16GYSY