ფეხბურთი

14:33 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

11 სექტემბერს, „სიტი“ კომპანის საპატივცემულო მატჩს გამართავს

„მანჩესტერ სიტი,“ 11 სექტემბერს, საკუთარ სტადიონზე, გუნდის კაპიტნის, ვენსან კომპანის საპატივცემულო მატჩს გამართავს. ბელგიელს „ქალაქელებთან“ კონტრაქტი წლეულს ზაფხულში ეწურება.

კომპანი „სიტიში“ 2008 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში, 352 მატჩში 19 გოლი გაიტანა. პრემიერლიგის სამი ტიტული, ინგლისის თასი და ოთხჯერ ლიგის თასი მოიპოვა.

კლუბმა გადაწყვიტა კონპანის საპატივცემულოდ, საქველმოქმედო მატჩი გამართოს და ქალაქის მერის, ენდი ბერნემის ფონდთან ერთად, მთლიანი თანხა ფონდ Tackle4MCR-ში გადარიცხოს.

Manchester Evening News-ის ცნობით, კომპანიმ ამ მატჩში სათამაშოდ, „სიტის“ რამდენიმე ყოფილი ვარსკვლავი მოიწვია. მათ შორის, მარიო ბალოტელი, ედინ ჯეკო, სამირ ნასრი და ჯო ჰარტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104043