თამაშგარე

10:52 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარვამარტო სადღეგრძელო

დღეს 8 მარტია - ქალთა საერთაშორისო დღე და იმის გამო, რომ ჩვენს რუბრიკაში ძირითადად ლამაზ-ლამაზი ქალბატონები დაგოგმანებენ, ისღა დაგვრჩენია, სარვამარტოდ არა ლაღი ამბები, არამედ სადღეგრძელო შემოგთავაზოთ, რომელიც იმედია ყველა ყაიდისა და გუნების კაცს გულს შეუფანცქალებს.

მოდით ამ ჭიქით, ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც ბელენ როდრიგესივით (არგენტინის ნაკრების თილისმა) მუდამ ეზეიმება, ვისაც ვიქტორია ადამსივით (დევიდ ბექჰემის ცოლი) არაფერი აშინებს და ვისაც მარიკა ფრუშოსავით (“ნაპოლის“ ცნობილი ქომაგი) დიდი გული აქვს. იყავით მხიარულები და ბედნიერები, როგორც ლარისა რიკელმე (პარაგვაის ნაკრების თილისმა), ფეხზე მუდამ მყარად მდგარიყავით, როგორც მარია შარაპოვა და სახსარი არ მოკლებოდეთ, როგორც სერენა უიილიამსს.

იყავით ყველა საქმეში წარმატებულნი, როგორც ჟიზელ ბუნდჰენი (ბრაზილიელი მოდელი და ბრაზილიის ნაკრების თილისმა), შეუპოვარნი, როგორც ანა ივანოვიჩი და მომავლის მოიმედენი, როგორც კოლინ ქრივი (უინ რუნის მეუღლე). მრავალ 8 მარტს დავსწრებოდეთ!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117799