ფეხბურთი

2:56 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ეს უსამართლობაა" - ჰუმელსი ლიოვს არ ეთანხმება

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი მატს ჰუმელსი გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვს არ ეთანხმება, რომელმაც ნაკრებიდან გარიცხა. 30 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ლიოვმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

„ტომას მიულერი, ჟერომ ბოატენგი და მე, ყოველთვის მაქსიმუმს ვიღებდით გერმანიის ნაკრებისთვის, ამას მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით და ლიოვის გადაწყვეტილება უსამართლოა ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე. ეროვნულ ნაკრებში საოცარი წლები გავატარე, 70 თამაში ჩავატარე და გადავაჭარბე იმ ოცნებებს, რომელიც ბავშვობაში მქონდა“, - განაცხადა ჰუმელსმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იოაჰიმ ლიოვმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბოატენგი, ჰუმელსი და მიულერი გერმანიის ნაკრებში აღარ ითამაშაბდნენ.

„ბუნდესნაკრების“ თავკაცმა ეს გადაწყვეტილება გუნდის გაახალგაზრდავებით ახსნა და დასძინა, რომ 2019 წელი გერმანიის ნაკრებისთვის ახალი ერის დასაწყისი უნდა გამოდგეს.

Loading...
0.163233