მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და კაპიტანმა სერხიო რამოსმა „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ იჩხუბეს. სკანდალურ ცნობას გამოცემა As-ი ავრცელებს.
ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ გასახდელში პერესმა ფეხბურთელებს სამარცხვინოები უწოდა და მათ ერთგულება დაუწუნა.
საქმეში სერიო რამოსი ჩარეულა, რომელმაც პრეზიდენტი ჯერ სეზონის ცუდად დაგეგმვაში დაადანაშაულა და შემდეგ უთხრა:
„გადამიხადე და მივდივარ! მე ამ კლუბისთვის, ამ მაისურისთვის და მათ შორის შენთვის, ყველაფერი გავაკეთე“, - ეს რამოსის სიტყვებია.
ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, პერესს სოლარის გათავისუფლება გადაწყვეტილი აქვს და მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. ზიდანმა „სამეფო კლუბში“ ამ დროისთვის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, ხოლო მთავარი კანდიდატი ჟოზე მოურინიოა.