მადრიდის „რეალი“ შესაძლოა ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს. As-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობამ პორტუგალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
როგორც ცნობილი ხდება, მადრიდელებმა „განსაკუთრებულს“ კონტრაქტის გაფორმება „აიაქსთან“ მარცხის შემდეგ შესთავაზეს და მისი დანიშვნა მიმდინარე სეზონიშივე სურთ. თუმცა, თავად მოურინიო ჯერჯერობით არ ჩქარობს დადებითი პასუხის თქმას.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ ესპანური მედია ზინედინ ზიდანის შესაძლო დაბრუნებაზეც წერდა და ამბობდნენ, რომ ფლორენტინო პერესი ფრანგს უკვე დაუკავშირდა.