სხვა

13:20 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ჩემპიონატი თბილისში გაიმართება

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთა ჩემპიონატი, რომელშიც 12 ეროვნული ნაკრები მონაწილეობს მთელი მსოფლიოდან, 2019 წლის 8-16 ივნისს თბილისში გაიმართება. ეს შეჯიბრება 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიცაა.

12 მონაწილე ქვეყნიდან 6 ევროპული ნაკრებია: საქართველო, ბრიტანეთი, ბულგარეთი, ირლანდია, მალტა და აზერბაიჯანი. ამ 6 გუნდს შორის საუკეთესო ევრო 2022-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს მიიღებს. გარდა ამისა ითამაშებენ ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია და სამხრეთი ამერიკის ზონალური ტურნირის გამარჯვებული კოლუმბია. ჯერ გაურკვეველია 2 გუნდის ვინაობა - ჩრდილო ამერიკის ზონალური ტურნირის გამარჯვებულის და კიდევ ერთი ნაკრების, რომელსაც IHF პერსონალურად მიიწვევს.

ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველი რამდენიმე იყო, მაგრამ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ შეარჩია მისი დიდი ხნის საიმედო პარტნიორი - საქართველოს ფედერაცია, რომელთანაც როგორც მსოფლიო, ასევე ევროპულ ფედერაციებს დიდი ხნის საიმედო პარტნიორობა აკავშირებთ - საქართველოში გაიმართა 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი და ორი ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატი - 2016 და 2018 წლებსი, მესამეს კი თბილისი 2019 წლის აგვისტოში მასპინძლობს. ყველა ამ ტურნირმა საერთაშორისო ფედერაციებიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საორგანიზაციო კუთხით.

ფორმატი ასეთია: შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი, რომლის 2-2 გამარჯვებული პირველობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს.

ევრო 2022 წლის მეორე შესარჩევი ეტაპი გაიმართება 2020 წლის აპრილში. კვიპროსი, ლუქსემბურგი და „ერთა ჩემპიონატის“ საუკეთესო ევროპული გუნდი წილისყრით დაუწყვილდება სამ მეტოქეს, ევრო 2020-ის მთავარი შესარჩევი რაუნდიდან. პლეიოფი გაიმართება შინ/სტუმრად ფორმატით. 3 გამარჯვებული გავა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყება. აქ უკვე ევროპის ყველა უძლიერესი ნაკრები ითამაშებს. 32 გუნდი გაათამაშებს ევრო 2022-ის 20 საგზურს. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი გაიმართება 2022 წლის იანვარშ, უნგრეთსა და სლოვაკეთში.

ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისი

ჯგუფური ეტაპი: 8, 9, 10, 12, 13 ივნისი, ნახევარფინალი: 15 ივნისი, ფინალი: 16 ივნისი

მონაწილეობს 12 გუნდი:

6 - ევროპა (აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, ბულგარეთი, ირლანდია, მალტა, საქართველო)

1- სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა (კოლუმბია - IHF სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული)

1- ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი (IHF ჩრდილო ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ერთა ჩემპიონატის მომავალი გამარჯვებული)

4 პერსონალურად მიწვეული გუნდი (ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია. მეოთხე ვაილდკარდის მფლობელი მოგვიანებით გაირკვევა)

--

საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022 მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი, პლეიოფის საგზურს (პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060194