თამაშგარე

10:26 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარიო ბალოტელი “მეწველი ძროხის“ როლში

ბევრს ალბათ მიგავიწყდათ ერთ დროს ძალმოსილი იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი, რომელიც მწვანე მინდორზეც გემრიელად ჯეგავდა წინაღობებს და პირად ცხოვრებაშიც არ ეშლებოდა წინ დამხვედრი ევროპელი ლამაზმანების არცთუ პრობლემური საკითხის “სათანადოდ მოგვარება“.

აფრიკული წარმოშობის შავტუხა იტალიელი ფეხბურთელი ბოლო წლებში ქალებთან ურთიერთობების დროს მეტად ფრთხილია და მუდამ ცდილობს მხოლოდ სექსითა და მსუბუქი ურთიერთობებით შემოიფარგლოს. ამის მიზეზი კი ბელგიელ მოდელთან, რაფაელა ფიკოსთან მისი მწარე გამოცდილებაა, რასაც დღესაც ნანობს.

რაფაელას და მარიოს საერთო შვილი ყავთ და მიუხედავად იმისა, რომ წყვილი უკვე კარგა ხანია დაშორებულია და მათი ცოლ-ქმრობა არასოდეს ყოფილა კანონით დადასტურებული, რაფაელა შვილს მშვენივრად იყენებს და მარიოს შემოსავლის ლამის ნახევარს ყოველწლურად გემრიელად იჯიბავს. ეს ბედოვლათი ბალოტელი დღენიადაგ წუწუნებს ამაზე, მაგრამ შვილის ფაქტორის გამო ბევრს ვერაფერს აკეთებს და მეწველი ძროხასავით დაემორჩილა რეალობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110422