ფეხბურთი

0:13 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურასა" და "დილას" სადებიუტო ქულები სეზონში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური თბილისში, „მიხეილ მესხზე“ დასრულდა, სადაც „ჩიხურამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა.

ამ გუნდებმა ახალ სეზონში წარუმატებელი სტარტი აიღეს და პირველ ტურში ხელი მოეცარათ. შესაბამისად, გამარჯვება მთავარი მიზანი იყო, თუმცა ამოცანა ვერცერთმა შეასრულა - 1:1.

საჩეხერელები 22-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილის პენალტით დაწინაურდა და 66-ე წუთამდეც იგებდა, მაგრამ ალვინ ფორტესმა გათანაბრება შეძლო და მერე ანგარიში აღარ შეცვლილა. სხვათა შორის, „დილას“ შემტევმაც პენალტით გამოიჩინა თავი.

ამრიგად, „ჩიხურამ“ და „დილამ“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვეს.

ასევე ფრედ დასრულდა „ვიტ ჯორჯიასა“ და „რუსთავის“ მატჩი, ოღონდ ამ შეხვედრაში გოლი არ გასულა.

„ჩიხურა“ – „დილა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 სარდალიშვილი (22, პენ), 1:1 ფორტესი (66, პენ)

„ვიტ ჯორჯია“ – „რუსთავი“ 0:0 (0:0)

0.117062