ფეხბურთი

19:41 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "დიდებული იქნება ჩემპიონთა ლიგიდან ორივე მადრიდული გუნდის გავარდნა"

ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის“ მარცხს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მის ბედს „ატლეტიკოც“ გაიზიარებს.

კაპელო, რომელიც ბოლო დროს Sky Sport-ის საფეხბურთო მიმომხილველია, ამბობს, რომ „რეალის“ მარცხით კრიშტიანუ რონალდუმ დამატებით მოტივაცია შეიძინა:

„დიდებული იქნება ჩემპიონთა ლიგას ორივე მადრიდული გუნდი თუ დაემშვოდებება იმ სეზონში, რომლის ფინალსაც სწორედ მადრიდი უმასპინძლებს. ვფიქრობ, „რეალის“ წაგებით კრიშტიანუმ და მთლიანად „იუვენტუსმა“ ნამდვილად დიდი მოტივაცია შეიძინეს“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „აიაქსთან“ შინ 1:4 წააგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:5 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. „ატლეტიკო“ კი მეოთხედფინალთან ძალიან ახლოსაა, რადგან „იუვენტუსი“ შინ 2:0 დაამარცხა. საპასუხო მატჩი ტურინში 12 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116985