მადრიდის „რეალმა“ გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ 1:4 წააგო, ამავე შეხვედრაში ფეხბურთელები დაკარგა.
ვინისიუს ჟუნიორმა მოედანი ტრავმის გამო პირველივე ტაიმში დატოვა და დღეს გამოკვლევა ჩაუტარდა. ბრაზილიელს მარჯვენა ფეხი აქვს დაზიანებული და სავარაუდოდ, ორი თვის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.
თუ ეს პროგნოზი გამართლდა, გამოდის, რომ ვინისიუსისთვის მიმდინარე სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია.







