ფეხბურთი

17:29 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე და პირლო ისევ "იუვენტუსში"?

ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა ანტონიო კონტე და ანდრეა პირლო დაბრუნდნენ. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა მასიმილიანო ალეგრის სეზონის ბოლოს გათავისუფლებას უპირებს და შესაბამისად მის შემცვლელსაც აქტიურად ეძებს.

აქამდე, ზინედინ ზიდანისა და პეპ გვარდიოლას გვარები სახელდებოდა, მაგრამ ტურინული გამოცემის ვარაუდით, ანტონიო კონტე ყველაზე რეალური კანდიდატია.

კონტემ თავის დროზე „იუვენტუსი“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი სწორედ მის კანდიდატურას ემხრობა.

თუ კონტე „იუვენტუსის“ თავკაცის პოსტზე დაბრუნდა, მისი ასისტენტი ანდრეა პირლო იქნება, რომელიც წარსულში „ბებერი სინიორას“ რიგებში ასევე თამაშობდა.

0.118879