ფეხბურთი

15:56 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვა: „მილანში“ გადასვლა ჩემი კარიერის საუკეთესო ეპიზოდია“

„მილანის“ ყოფილი მცველი, ამჟამად კი „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი, ტიაგუ სილვა, სიამოვნებით იხსენებს იტალიურ კლუბში გატარებულ დროს.

„ყველაზე საუკეთესო ეპიზოდი ჩემს კარიერაში? რა თქმა უნდა, „მილანში“ გადასვლა გახლდათ. ეს იყო გუნდი, რომლის ფეხბურთელებით ჯერ კიდევ ტელევიზორში ცქერით ვტკბებოდი. შემდეგ კი მათთან ერთად გასახდელში აღმოვჩნდი. ნესტა, პირლო, ზეედორფი, ინძაგი, კაკა, პატო და სხვა ბრაზილიელები...

ბავშვობაში ევროპაში მაღალ დონეზე თამაშზე ვოცნებობდი და ეს შევძელი. „მილანის“ ბაზაზე მისვლისას, აღფრთოვანებული ვიყავი. პატომ ერთგვარი ექსკურსია ჩამიტარა. ბავშვივით პირღია ვუყურებდი ყველაფერს. იმ დღეს სხვა ადამიანი, სხვა ფეხბურთელი გავხდი.“ - ციტირებს ტიაგუს სიტყვებს Football Italia.

0.115345