ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ გეზი ბრაზილიისკენ აიღო, სადაც მომავალი კვირიდან იქ დაგეგმილი ტურნირების სიაში ჩაერთვება.
გორგოძისთვის პირველი სან პაულუს 25-ათასიანი შეჯიბრი იქნება, რომელიც 11 მარტს დაიწყება, 18 მარტიდან კურიტიბას 25-ათასიანი შეჯიბრია დაგეგმილი, 25 მარტს კი კამპინასის 25-ათასიანი პირველობა აიღებს სტარტს.
სამივე შემთხვევაში, 27 წლის გორგოძე, რომელიც მსოფლიო რეიტინტში მისთვის სარეკორდო 149-ე ადგილზე იმყოფება, ძირითად ბადეში იქნება დაშვებული.