კალათბურთი

22:05 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაპიტანი “შსს აკადემიასთან” ერთად ვარჯიშობს

სუპერლიგის ექსჩემპიონ “შსს აკადემიასთან” ერთად ვარჯიშობს გუნდის კაპიტანი, ცენტრალური თავდამსხმელი ილია ლონდარიძე (15.09.89, 205სმ).

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლონდარიძემ სუპერლიგაში თამაში 2008-09 წლებში სუპერლიგის მონაწილე “მაკაბიში” დაიწყო. შემდეგ თითო სეზონი, ასევე სუპერლიგის მონაწილე, “დინამოსა” და თსუ-ში გაატარა. 2011 წლიდან “შსს აკადემიაში” გადავიდა და დღემდე ამ გუნდში თამაშობს. “შსს აკადემიამ”, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, ვარჯიში ორიოდე დღის წინ დაიწყო. ჯერჯერობით კლუბს კალათბურთელებთან კონტრაქტი არ გაუფორმებია.

0.113878