მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ, „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წაგების შემდეგ (1:4), ჟუნალისტებს უთხრა, რომ მის გუნდს ძალიან დააკლდა დისკვალიფიცირებული კაპიტანი, სერხიო რამოსი.
„არ მინდა ჩემს ფეხბურთელებზე აუგი ვთქვა. მაგრამ, ცხადია, რომ ძლიან დაგვაკლდა ჩვენი კაპიტანი, სერხიო რამოსი.
რთული სეზონი გამოვიდა, მაგრამ სწორედ ახლა უნდა გამოვავლინოთ მტკიცე ხასიათი და გამარჯვებების წყურვილი. ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი გვაქვს ჩასამთავრებელი.
როცა ყველაფერი კარგად მიდის, ნებისმიერს შუძლია იტრაბახოს, მაგრამ დიდი ხალხი, სწორედ ძნელბედობისას ავლენს ხასიათს.“ - ციტირებს სოლარის სიტყვებს Football Espana.