თამაშგარე

12:46 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიზ სოლარის გაშიშვლება არ აცალეს

ჩემპიონთა ლიგიდან “მადრიდის რეალის“ გუშინდელი არცთუ სასახელო გამოვარდნა მადრიდელმა ინჩასებმა ცხადია ძალიან განიცადეს და ეს ბუნებრივიცაა. პატარა საქმე როდია, ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები კლუბი ევროპის მთავრი საკლუბო ტურნირიდან ასე უსახელოდ ვარდებოდეს...

რიგით ქომაგებზე მეტად, არანაკლები გულისტკივილი ეწვეოდა მადრიდული კლუბის მწვრთნელის, სანტიაგო სოლარის მოდელ დას, ლიზ სოლარის, რომელსაც “რეალის“ ქომაგებთან პირობა ქონდა დადებული, რომ თუკი მადრიდელები კიდევ ერთხელ გავიდოდნენ ფინალში, “სანტიაგ ბერნებუს“ ტრიბუნაზე ოდენ ნიფხვისამარა ჩამოჯდებოდა.

ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ სანტიაგო სოლარი თავისი დის გადარეულობას საკმაოდ მარტივად უყურებს და ხშირად ეხმარება კიდეც - თავი ასე ორიგინალურად დაამახსოვროს საზოგადოებას. თუმცა, “რეალის“ მწვრთნელობა ამ საქმეში მომავალში რამდენად დაეხმარება - არავინ იცის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119712