ფეხბურთი

9:04 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: „ეს თამაში სრულყოფილებასთან ახლოს იყო“

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, მადრიდის „რეალთან“ ჩემპიოთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ (4:1), ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღფრთოვანებულია თავისი გუნდით.

„ეს თამაში სრულყოფილებასთან ახლოს იყო. ძალიან მომეწონა ჩემი გუნდის ცქერა ამ საღამოს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვმონაწილეობთ ტურნირში. ჯერ კიდევ ვაგრძელებთ სამი პრიზისთვის ბრძოლას და სამივეს მოგებას ვაპირებთ.

წილისყრაზე გავლენას ვერ მოვახდენ და ამაზე არც ვფიქრობ. ყველა სავარაუდო მეტოქე დიდი კლუბია. თუმცა, „რეალიც“ ასეთი იყო.“ - განაცხადა ტენ ჰაგმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

0.112607