ჩოგბურთი

10:26 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე იასპარეზებს

მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე ითამაშებს.

ნიკა ტურნირზე მე-17 ნომრად არის განთესილი. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველ წრეს გამოტოვებს და მეორე რაუნდიდან ჩაებმება. ბასილაშვილის მეტოქე ბენუა პერსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებულს შორის საუკეთესო იქნება.

ტურნირზე რეიტინგის ტოპ ათი ჩოგბურთელიდან ხუან მარტინ დელ პოტროს გარდა ყველა იასპარეზებს.

ინდიან უელსის საპრიზო ფონდი 9.3 მილიონი ამერიკული დოლარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12458