კალათბურთი

20:48 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში სიმონსი და მიტჩელი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში „ფილადელფიას“ ლიდერი ბენ სიმონსი და დასავლეთში „იუტას“ კალათბურთელი დონოვან მიტჩელი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სიმონსი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16.7 ქულას, 13.3 მოხსნას და 8 პასს აგროვებდა. მიტჩელი კი ერთ მატჩში საშუალოდ 34 ქულას და 5 გადაცემას აგროვებდა.

0.122369